კარს მომდგარი კარმა
მეზობლებს ტიშსა და ოდრის მხოლოდ უბრალო ნაცნობობა აკავშირებდათ, ამიტომ როდესაც ერთხელ ოდრიმ ტიშს სთხოვა ერთი ღამით მისი სამი შვილი შეეფარებინა, ქალი ოდნავ გაოცდა. მაგრამ თავადაც ხუთი შვილის დედა იყო, ამიტომ მალევე დათანხმდა. მით უმეტეს რომ მეზობელმა აუხსნა, ის იძულებული იყო ღამე საავადმყოფოში გაეტარებინა გამოკვლევების ჩასატარებლად. იმ მომენტში ტიში ვერც კი აცნობიერებდა, რომ მალე მისი ცხოვრება კარდინალურად შეიცვლებოდა.
ოდრი სახლში განადგურებული დაბრუნდა. ექიმებმა მას კუჭის სიმსივნე დაუდგინეს , თანაც მეორე სტადიის! ამ უბედურებამ ქალები დააკავშირა. ტიში ყველანაირად მხარში ედგა ოდრის და ერთადერთ დასაყრდენად იქცა მარტოხელა დედის ცხოვრებაში. ოდრი აცნობიერებდა, რომ ცოტა დროღა რჩებოდა და ყველაზე მეტად სამი შვილის ბედზე ღელავდა. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, მან სთხოვა ტიშს და მის მეუღლეს, გამხდარიყვნენ მისი შვილების მეურვეები. ტიშმა, რომელიც ბავშვთა სახლში გაიზარდა, ყველაზე კარგად იცოდა, თუ რა ელოდათ ბავშვებს დედის გარდაცვალების შემდეგ. თანაც მას უკვე გაუჩნდა გრძნობები ოდრის შვილების მიმართ, ბავშვებიც დამეგობრდნენ.