სამოტივაციო ლექსები
ინგა ხაჩიძე
chemi chanacerebi
თუ გიზიდავს პოეზია,
და მხატრული კითხვა,
შეუერთდი ინგას ლექსებს
და დაიწყე კითხვა...
აიმაღლე განწყობა
და აჰყევი რითმას...
ცხოვრება მშვენიერია
ლექსით ამას ვრითმავ!
ბედნიერება
ბედნიერება რაშია?
მუდამ ახალის ცდაშია,
წარსულზე ფიქრის სანაცვლოდ,
აწმყოთი ტკბობის არსშია!

მეგობრის განსჯის მაგივრად,
მის გვერდით დადგომაშია.
შხამის და გესლის სანაცვლოდ
მოტკბილოდ საუბარშია!

უმადურობის სანაცვლოდ
მადლიერების დარგშია.
რწმენაში განმტკიცებისა
და უფლის გზებით სვლაშია!


გამოფხიზლდი!
მოეშვი მოთქმას
და სახის ხოკვას,
ეს, მხოლოდ იწვევს
შინაგან შფოთვას.

შენ შეგიძლია,
რომ დაამარცხო
ხელის შემშლელი
უმწეო გრძნობა.

და შეგიძლია
იპოვო ძალა.
რომელიც გეტყვის,
გეყოფა კმარა!

დრო არის.
უკვე გამოღვიძების,
რომ შეუერთდე
ბობოქარ ტალღას!
ავტ:ინგა ხაჩიძე
ART-ritmuli
შენს ნებისყოფასთან, ძალასთან და დასახულ მიზანთან შედარებით, ყოველი სირთულე უბრალოდ არაფერია...
შეიყვარეთ პოეზია და ცხოვრებას ბევრად უფრო ნათელ ფერებში დაინახავთ
დაუმეგობრდით ART-ritmuli-ის გვერდს

inga.khachidze4@mail.ru
This site was made on Tilda — a website builder that helps to create a website without any code
Create a website