ART-ritmuli

აგიმაღლებს
და შეგიქმნის განწყობას მთავარია მოდუნდე და აჰყვე რითმის თანწყობას
ლექსის ძალა
პოეზია წვდება სიღრმეს,
სულის კუთხე-კუნჭულებს,
გულის გავლით აზრებს იპყრობს,
სულს ანიჭებს სიმშვიდეს!
ლექსის ძალა ისეთია,
წმინდავს გულს და გონებას,
და გრძნობების გამოხატვა,
ფერებს აძლევს ცხოვრებას...
პოეზიით მთვრალი კაცის
გულისცემა ხშირდება,
ს ი ყ ვ ა რ უ ლ ი ს ფლუიდები
მთელს სხეულში იღვრება...
ავტ:ინგა ხაჩიძე
ფიქრის ძალა
იდუმალებას აყოლილი
დაეძებ ლანდებს
და შენს გონებას
ფანტააზიის მორევში აგდებ...

შეუცნობელის შეცნობისას
შეგიპყრობს შიში
და გამუდმებით
არ გასვენებს წარსულზე ფიქრი.

შიში მომავლისა აგირევს თავ-გზას
და დაგაფიქრებს, მუდამ იმაზე,
რაც არ იცი და არც იქნება,
ალბათ სიმართლე!
ავტ; ინგა ხაჩიძე


იყავი გაბედული!
იბრძოლე იქამდე!
სანამ არ მიაღწევ,
იმას რაც ინატრე!
თუკი დამარცხდები,
ხელს ნუკი ჩაიქნევ,
სხვა კურსით მიჰყევი
და გეზი აიღე...

ლექსი წიგნიდან "შინაგანი ხმები"
ავტ: ინგა ხაჩიძე
იყავი თავისუფალი!
არ გვჭირდება სიყვარული მასის,
მოვიშოროთ შიში დიდი მარცხის!
ის აკეთე; რასაც სწორად მიიჩნევ,
გული რასაც გიკარნახებს,
ის იქნება ნაღდი!
თუ იმაზე დაფიქრდები
რას იფიქრებს ხალხი,
შენი მხრიდან ეს იქნება
უდიდესი ფარსი.
წარმატება ეს არის
შინაგანი განწყობა,
შენს თავზე თუ გაიმარჯვებ,
ფრთებსაც ლაღად გაშლი!...
ავტ:ინგა ხაჩიძე
მყოფი მყოფადში
ჩვენ ხომ მყოფი ვართ მყოფადში,
დავტკბეთ ამ წუთით ყოფნაში,
შევიგრძნოთ დიდი სამყარო,
ვიყოთ ცხოვრებით ტკბობაში!
გვიყვარდეს კაცი ყოველი
და სხვა ნურაფერს მოველით,
ჯერ ჩვენი თავი შევიცნოთ
და მერე ვიცნოთ ყოველი!
ვიპოვოთ ძალა ჩვენს თავში,
რომ აკონტროლოს ფიქრები,
თუკი ცხოვრება არ მოგვწონს
არ შეგვისრულა მიზნები,
სამყაროს ნუ დავაბრალებთ,
ნურც უფალს დავემდურებით,
რასაცა გავცემთ იმასვე,
მივიღებთ ყველა უკლებლივ!
ავტ: ინგა ხაჩიძე
ჩემი ბედნიერება
ნიკოლოზ, ლუკა, ქეთევან, მარი
თქვენა ხართ ჩვენი
ცა,მზე და დარი...

ჩვენი სიცოცხლის ლამაზი ფერები,
დიდი სიხარულის მომტანი დღეებით,
სხივები თბილი და სხივები კაშკაშა
ცაზე გაშლილი ფერადი კამარა.

ღამით ვარსკვლავები ციმციმა, ანკარა,
დღისით ცისარტყელა, გაშლილი სად აღარ,
ჭრელი პეპლები ხართ ფარფატა, ნარნარა,
მინდვრის ყვავილები გულღია თაკარა.

ბულბულის ხმა გაქვთ, ტიკტიკა საყვარლად
ცელქები, პრანჭიები, როგორც ბაჭიები
კეთილი, სათუთი ჭიამაიები.

ჩვენი სიმდიდრე და ჩვენი დიდი განძი,
ჩვენი გაოცება, ოთხი საოცრება
ციდან მოფრენილი ჩვენი ხართ ოცნება.

ავტ:ინგა ხაჩიძე
inga.khachidze4gmail.com
მოიწონე გვერდი და შემოგვიერთდი facebook-ზე
გამოიწერე youtub არხი და უყურე სახალისო, სამოტივაციო პოეზიურ და პოზიტიურ ვიდეოებს

This site was made on Tilda — a website builder that helps to create a website without any code
Create a website